პარიზის მერის პირველმა მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რათა განაახლონ მოლაპარაკებები „პარკ დე პრენსის“ სტადიონის გაყიდვის თაობაზე - გვამცნობსRMC Sport.
წყაროს ცნობით, საფრანგეთის დედაქალაქის მერია დარწმუნებულია, რომ პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში პსჟ-მა სცადა არენის შეძენა, სადაც პარიზელები საშინაო მატჩებს თამაშობენ და ქალაქის ხელისუფლებას 40 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის სუპერთასი მოიგო, ფინალში კი საკუთარ არენაზე „ტულუზა“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.