ფეხბურთი

12:38 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

Sportitalia: „ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც „მილანში“ პიოლის შეცვლა შეუძლია, კონტეა“

„ჩელსის,“ „ტოტენჰემისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე „მილანის“ მოქმედი დამრიგებლის სტეფანო პიოლის შეცვლის ერთადერთი კანდიდატია - გვამცნობს Sportitalia.

„მილანის“ ხელმძღვანელობა სხვა ვარიანტებით არ არის კმაყოფილი. აღსანიშნავია, რომ „ბრაიტონის“ მესაჭე დე ძერბი, როგორც ჩანს, არ არის მზად ინგლისიდან წასასვლელად, „მილანს“ კი არ სურს ფსონის დადება ტიაგო მოტაზე, რომელიც „ბოლონიას“ ხელმძღვანელობს. მის კანდიდატურას სარისკოდ მიიჩნევს. დღეის მდგომარეობით, „როსონერი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერაში ბოლო კლუბი „ტოტენჰემი“ გახლდათ, რომელიც მან 2023 წელს დატოვა. მანამდე იტალიელი სპეციალისტი მუშაობდა ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა „ინტერი,“ „ჩელსი,“ „იუვენტუსი,“ „სიენა,“ „ატალანტა“ და „ბარი.“ გარდა ამისა, კონტე იტალიის ეროვნულ გუნდს 2014 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა.

0.115909