ფეხბურთი

10:52 | 4.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

დიუგარი მბაპეს „რეალში“ შესაძლო გადასვლის თაობაზე: „დავიღალე, აღარ მაინტერესებს“

„ბარსელონას,“ „მილანისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კრისტოფ დიუგარიმ პსჟ-ის ფორვარდის კილიან მბაპეს „რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყოველ ექვს თვეში ამბობენ: რჩება, მიდის? ეს მაწუხებს. დავიღალე ამით. მინდა, რომ მბაპემ საკლუბო პროექტს მიხედოს და პირად საკითხებზე ფოკუსირება შეწყვიტოს. დავიღალე ექვს თვეში ერთხელ მის მომავალ კლუბზე საუბრის მოსმენით. დავიღალე ამით. მე ეს აღარ მაინტერესებს“, - ციტირებს დიუგარის სიტყვებს RMC.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მბაპეს პირდაპირი კონტაქტი აქვს ესპანურ კლუბთან და პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან. მადრიდის „რეალმა" 25 წლის ფრანგს 15 იანვრამდე მისცა ვადა გადაწყვეტილების მისაღებად. კილიანს პსჟ-სთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურება, რომლის გაგრძელებასაც პარიზელები ცდილობენ. 2 იანვარს მბაპემ სახლი დაჯავშნა მადრიდში.

0.116674