ფეხბურთი

20:33 | 3.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელის კომენტარი მიქაუტაძის მოსალოდნელ დაბრუნებაზე

„მეცში“ გიორგი მიქაუტაძის დაბრუნება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ ის სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის, მაგრამ „მეცის“ მთავარი მწვრთნელი ლაშლო ბოლონი ჯერ მაინც თავშეკავებულია.

როგორც მან თქვა „კლერმონთან“ მატჩის წინ, ჯერ სრულად გადაწყვეტილი არაფერია, ამიტომ, სათქმელიც არაფერიც აქვს.

„არაფერი მაქვს სათქმელი იმაზე მეტი, რაც აქამდე ვთქვი. გვარებს ასახელებენ... ჯერ 100%-ით არ ვართ დარწმუნებული, არც წამსვლელებზე და არც მომსვლელებზე. კიდევ 24 საათს ვითხოვ... (იცინის - რედ)“, - თქვა ბოლონიმ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. „აიაქსში“ 9 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ სამჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

0.11972