ფეხბურთი

2:28 | 3.01.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო

თითქმის ორკვირიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგა განახლდა და 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო „ვალენსიამ“.

რუბენ ბარახას გუნდმა საკუთარ მოედანზე დერბიში „ვილიარეალს“ 3:1 აჯობა. მეოთხე წუთზე ანგარიში რომან იარემჩუკმა გახსნა, რასაც ტაიმის შუაში პეპელუს მიერ ზუსტად შესრულებული პენალტი მოჰყვა.

ესპანელმა ნახევარმცველმა მეორე ნახევარში კიდევ ერთი პენალტი გაიტანა და დუბლი შეასრულა. გიორგი მამარდაშვილის კარში წელს პირველი გოლი ხერარდ მორენომ გაიტანა, რომელმაც სხვაობა 73-ე წუთზე შეამცირა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა მეკარემ ამ შეხვედრაში 3 დარტყმა მოიგერია.

მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 23 გოლი აქვს გაშვებული, კარი კი მშრალად ექვსჯერ შეინახა.

„ვალენსია“ 26 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 14 იანვარს, „კადისს“ სტუმრად დაუპირისპირდება, თუმცა მანამდე 7 იანვარს, ესპანეთის თასზე "კარტახენას" ეთამაშება.

0.13148