ნიკოლოზ ბასილაშვილმა წარუმატებელი სერია შეწყვიტა და 2024 წელი გამარჯვებით დაიწყო.
ქართველმა ჩოგბურთელმა ლუქსემბურგის ტურნირის 1/16-ფინალში დანიელ ელმერ მიოლერს ორ სეტში, 6:4, 7:5 აჯობა. ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდების მოგება ორივე სეტში მოახერხა, რაც გადამწყვეტი გამოდგა.
შედეგად, ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად რეიტინგში 596-ე ადგილზეა, მერვედფინალში ითამაშებს, სადაც ჩეხ იონას ფორეიტეკს შეხვდება.