ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ დაუბრუნდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი წერს. ქართველი ნეაპოლელებმა რამდენიმე დღით შვებულებაში გაუშვეს და ხვიჩაც საქართველოდან ნეაპოლში დღეს დაბრუნდა.
კვარამ დღეს მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშა, 3 იანვრიდან კი გუნდთან ერთად დაიწყებს მზადებას „ტორინოსთან“ მატჩისთვის, რომელიც 7 იანვარს გაიმართება.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე „ნაპოლის“ ღირსება 23 მატჩში დაიცვა და მეტოქეთა კარში 5 გოლი გაიტანა, ოთხჯერ კი საგოლე პასი გააკეთა.