„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „იუვენტუსთან“ მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ტურინის კედლის წინააღმდეგ იმაზე მეტი გააკეთეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„ტურინის კედლის წინააღმდეგ („იუვეს“ დაცვა იგულისხმა - რედ) იმაზე მეტი მომენტი შევქმენით, ვიდრე მოსალოდნელი იყო. პირველ ტაიმში უკეთესები ვიყავით, ბურთი ძელსაც მოვარტყით და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით. მხოლოდ გოლი დაგვაკლდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში მივიღე გოლი არაფრისგან და შემდეგ ასეთი სტრუქტურირებული დაცვის წინააღმდეგ ყველაფერი გართულდა. სამწუხაროა, რადგან შეიძლებოდა შედეგი განსხვავებული ყოფილიყო, მაგრამ თამაშის ხარისხით კმაყოფილი ვარ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ 28 ქულით მეშვიდე-მერვე ადგილებს „ნაპოლისთან“ ერთად იყოფს.