ფეხბურთი

23:44 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნუნუმ „ნოტინგემი“ გააცოცხლა

შაბათს, 30 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-20 ტურის ექვსი მატჩი გაიმართა. გვიან შეხვედრაში „ნოტინგემ ფორესტმა“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:1 დაამარცხა. ეს მანჩესტერელთა მესამე წაგებაა ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ხუთ მატჩში.

პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმში, 64 -ე წუთზე „მეტყევე“ ნიკოლას დომინგსმა გახსნა ანგარიში. მალევე, 78 -ე წუთზე, მარკუს რაშფორდმა გაათანაბრა. საბოლოოდ, 83-ე წუთზე, მორგან გიბს-უაითმა კვლავ დააწინაურა მასპინძლები -2: 1.

„ნოტინგემ ფორესტმა“ 19 მატჩში 17 ქულა მოაგროვა და პრემიერლიგის ცხრილში მე -16 ადგილზეა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეშვიდე ადგილზე დგას. „წითელი ეშმაკების" აქტივში 31 ქულაა ასევე 19 მატჩის შემდეგ.

საინტერესოა, რომ ნოტიმგენმური კლუბი 20 დეკემბერს „ვულვერჰემპტონის,“ „ტოტენჰემისა“ და „ალ-იტიჰადის“ ყიფილმა დამრიგებელმა, პორტუგალიელმა ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა. მას შემდეგ სამი ტური გავიდა. სანტუს დებიუტი იღბლიანი ვერ გამოდგა, შინ „ბორნმუთთან“ 2:3 დამარცხდნენ. მაგრამ შემდეგ მიჯრით ორი შეხვედრა მოიგეს ჯერ „ნიუკასლთან“ სტუმრად (1:3) ახლა კი „მანჩესტერთან“ (2:1) საკუთარ „სიტი გრაუნდზე.“

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. 30 დეკემბერი: ლუთონი - ჩელსი 2:3, მანჩესტერ სიტი - შეფილდ იუნაიტედი 2:0, ასტონ ვილა - ბარნლი 3:2, კრისტალ პალასი - ბრენტფოდი 3:1, ვულვერჰემპტონი - ევერტონი 3:0, ნოტინგემ ფორესტი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:1.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.114377