„ნაპოლის“ ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აქვს. მას შემდეგ, რაც „აძური“ სერია A-ში დაბრუნდა (2007-2008 წლების სეზონში), მხოლოდ ორჯერ ჰქონდა 18 ტურის შემდეგ 28 ქულაზე ნაკლები.
ბოლოს ეს მოხდა 2019-2020 წლების სეზონში, როცა 18 ტურში 24 ქულა დააგროვა, ხოლო მეორე შემთხვევა სწორედ 2007-2008 წლების სეზონს უკავშირდება, როცა 23 ქულა მოიპოვა 18 მატჩში.
2019-2020 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ საბოლოოდ სეზონი 62 ქულით მეშვიდე ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე გავიდა, 2007-2008 წლების სეზონში კი 50 ქულით დაასრულა სეზონი მერვე ადგილზე და ინტერტოტოს თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.