ფეხბურთი

10:25 | 30.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეტერანი ფეხბურთელი: "გასულ სეზონში კვარაცხელია ამ მომენტს გოლად აქცევდა"

ვეტერანმა ფეხბურთელმა დარიო მარკოლინიმ „ნაპოლი“ – „მონცას“ მატჩის (0:0) კომენტარი გააკეთა. მან ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე მომენტიც გაიხსენა, როდესაც ქართველმა ფეხბურთელმა მეკარეს ვერ აჯობა.

„საკმარისია კვარაცხელიას საგოლე მომენტს შევხედოთ: გასულ სეზონში ასეთ მომენტში ის ბურთს ან შორეული ძელისკენ ურტყამდა, ან ხარიხის ქვეშ, მაგრამ ახლა ძალიან დაბნეული იყო და შეცდომაც დაუშვა. ბონდოსთან კვარას გაბრაზებაც ნერვიულობაზე მიანიშნებს“, - თქვა მარკოლინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 23 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ორჯერაც პენალტი გამოიმუშავა. „ნაპოლი“ 28 ქულით მეშვიდე ადგილზეა, მაგრამ შეიძლება ტურის დასრულების მერე მერვე პოზიციაზეც იყოს. ვალტერ მაძარის გუნდი მომდევნო ტურში 7 იანვარს, სტუმრად „ტორინოს“ დაუპირისპირდება. სხვათა შორის, "აძურის" ბოლო სამ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია.

0.112233