ფეხბურთი

23:59 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის სუპერთასის მატჩი ჩაიშალა

თურქულ ფეხბურთში ქაოსს დასასრული არ უჩანს. ამჯერად, თურქეთის სუპერთასის მატჩი ჩაიშალა, მაგრამ ამაში ბრალი უშუალოდ თურქებს ნაკლებად მიუძღვით.

„ფენერბაჰჩესა“ და „გალათასარაის“ მატჩი საუდის არაბეთში უნდა გამართულიყო, მაგრამ ადგილობრივმა მთავრობამ გუნდებს მაისურებზე ქემალ ათათურქის ფრაზების დატანის უფლება და მატჩამდე თურქეთის ჰიმნის ჩართვის უფლება არ მისცეს.

შედეგად, ორივე კლუბის ხელმძღვანელობამ უარი თქვა თამაშზე და ისინი სტამბოლში დაბრუნდებიან. შედეგად, ჩაიშალა სატიტულე შეხვედრაც, რომელიც ალბათ სხვა დროს უკვე თურქეთში გაიმართება.

0.117098