ფეხბურთი

22:40 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჯეკ გრილიშის სახლი გაძარცვეს და მილიონის ღირებულების სამკაულები წაიღეს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის სახლი გაძარცვეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელი „ევერტონის“ წინააღმდეგ თამაშობდა.

თუმცა, სამაგიეროდ სახლში იყვნენ გრილიშის მშობლები, და-ძმები და მისი საცოლეც. მათ ძაღლის ყეფა გაიგეს, რის შემდგომაც განგაშის ზარები გააქტიურეს, რათა პოლიცია გაეფრთხილებინათ.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სახლიდან 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების სამკაულები წაიღეს. პოლიცია საქმეზე გამოძიებას აწარმოებს.

0.119831