კატალონიის „ბარსელონამ“ შესაძლოა ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ესტევაო ვილიანი, იგივე მესინიო დაიმატოს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, 16 წლის ტალანტით პსჟ, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ ინტერესდებიან, მაგრამ ფეხბურთელი „ბარსელონაში“ თამაშზე ოცნებობს, რის გამოც მისი აგენტი ანდრე კური „ბარსას“ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას იანვარში შეხვდება.
მესის სათამაშო სტილთან მსგავსების გამო ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტსახელი შეარქვეს, მესინიო, რითაც ის ცნობილია.
მესინიო ამჟამად „პალმეირასში“ თამაშობს, ბრაზილიის 17-წლამდე ნაკრებში კი მას 5 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.