ფეხბურთი

0:36 | 29.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში მონაწილეობისთვის თითოეულმა კლუბმა სუპერლიგაზე უარი უნდა თქვას

იტალიის ფეხბურთის ფედერაცია სუპერლიგის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას იწყებს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია A-ს 2024-2025 წლების სეზონში დასარეგისტრირებლად, ყველა გუნდს მოუწევს შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებს, რომ სუპერლიგის ტურნირში ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, კლუბი, რომელიც სუპერლიგის პროექტს არ განუდგება, სეზონის წინ რეგისტრაციას ვერ გაივლის და შესაბამისად, სერია A-ში ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის პროექტი 2021 წელს შეიქმნა, რამდენიმე დღის წინ კი ეს საკითხი კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური, რადგან ევროსასამართლომ სუპერლიგა ლეგიტიმურ ტურნირად მიიჩნია.

0.121039