ფეხბურთი

20:47 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეოთხედ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ტრადიციულად წელი შეაჯამა და გალა-დაჯილდოება ჩაატარა, რომელშიც გამარჯვებული სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდა.

მთავარი, ცხადია, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაცია იყო და კვარაცხელიამ ზედიზედ მეოთხედ მოახერხა ამ ჯილდოს მოგება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულთა ჩამონათვალი ასეთია:

2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ხვიჩა კვარაცხელია

ნომინირებული ასევე იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: ნათია დანელია

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი ღავთაძე

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: საბა საზონოვი

2023 წლის საუკეთესო მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი: ნათია დანელია

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი: ნიკა ჯღარკავა

ალექსანდრე ჩივაძის მედალი 19-წლამდე ფეხბურთელებში:

1. ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო)

2. ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი)

3. ლუკა შეროზია (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი 17-წლამდე ფეხბურთელებში:

1. რეზი დანელია (დინამო თბილისი)

2. ლუკა წულაია (დინამო თბილისი)

3. ვახო სალია (დინამო თბილისი)

0.115337