ისკომ სევილიის „ბეტისთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და ესპანელი ფეხბურთელი კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება.
ისკო „ბეტისს“ მიმდინარე სეზონის წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდის ლიდერად სწრაფად იქცა, რის შემდგომაც ხელმძღვანელობამ მას ახალი კონტრაქტი გაუფორმა.
ისკომ მიმდინარე სეზონში „ბეტისში“ 23 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მას „ვალენსიაში“, „მალაგაში“, „რეალსა“ და „სევილიაში“ აქვს ნათამაშები.