ფეხბურთი

12:50 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

მუდრიკი „კრისტალ პალასთან“ მატჩში დაშავდა

„ჩელსის" გარემარბი მიხაილო მუდრიკი ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურის „კრისტალ პალასთან" მატჩში (2:1) დაშავდა - გვამცნობს Tribuna.com.

შეხვედრის 70-ე წუთზე „პალასის“ მცველი ნათანიელ კლაინი 22 წლის უკრაინელს უკნიდან ვარდნისას ეუხეშა, რის შემდეგაც მუდრიკმა ტკივილი იგრძნო და ერთი წუთის შემდეგ შეცვალეს. მის ნაცვლად მოედანზე არმანდო ბროია გამოვიდა.

მიმდინარე სეზონში ეს ფეხბურთელის მესამე ტრავმაა. მანამდე, ამავე მიზეზით მან „ლუთოთან“ (3:0) და „ბრენტფორდთან“ (0:2) მატჩები გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში მუდრიკმა 19 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შასრულა.

მუდრიკი „ჩელსიში“ „შახტარიდან“ 2023 წლის იანვარში გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 70 მილიონი ევრო შეადგინა, ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.123784