„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ბერნარდუ სილვამ კრიშტიანუ რონალდუს საგოლე გადაცემების მიღწევა გაიმეორა ინგლისის ჩემპიონატში პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის - წერს ტვიტერზე Squawka Live.
პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩში, „ევერტონთან,“ სილვამ 37-ე საგოლე გადაცემა შეასრულა და ამ მაჩვენებლით რონალდუს გაუთანაბრდა. ახლა ისინი იზიარებენ მეორე ადგილს. პორტუგალიელ ფეხბურთელებს შორის ნანიმ პრემიერლიგაში ყველაზე მეტი საგოლე პასი შასრულა. მას 43 საგოლე გადაცემა აქვს.
სილვა „მანჩესტერ სიტიში“ 2017 წლიდან თამაშობს. მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატში 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა მიითვალა.