ფეხბურთი

1:32 | 28.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" "კრისტალ პალასი" ბოლო წუთებში დაამარცხა

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში ლონდონის „ჩელსიმ“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი მიხაილო მუდრიკის გოლით სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მაიკლ ოლისემ წონასწორობა აღადგინა. „არისტოკრატებს“ გამარჯვება 89-ე წუთზე ნონო მადუეკემ მოაპოვებინა, რომელმაც გამარჯვების გოლი პენალტით გაიტანა.

„ჩელსიმ“ 25 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 დეკემბერს, სტუმრად „ლუთონს“ დაუპირისპირდება.

0.150226