ვიქტორ ოსიმენმა ნეაპოლი და იტალია დატოვა. როგორც „ნაპოლის“ ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელმა კლუბს სამშობლოში გაშვება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
ოსიმენი „მონცასთან“ წლის ბოლო მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს, შემდეგ კი, აფრიკის თასისთვის შეკრებაზე ნიგერიის ნაკრებს შეუერთდება. ვინაიდან, ის მომდევნო შეხვედრაში დისკვალიფიცირებულია, შემთხვევით ისარგებლა და კლუბი უფრო დატოვა, რათა სანაკრებო შეკრების დაწყებამდე დრო ოჯახთან ერთად გაატაროს.
ამრიგად, „ნაპოლის“ ოსიმენი კარგა ხანს ვერ დაეხმარება. უფრო კონკრეტული თარიღი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შორს შეძლებს გასვლას ნიგერია აფრიკის თასზე, რომლის ფინალი 11 თებერვალსაა დაგეგმილი.
აქვე გეტყვით, რომ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 მატჩში მეტოქეთა კარში 8 გოლი გაიტანა.