ტურინის „იუვენტუსმა“ გლეისონ ბრემერთან კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას მიაღწია. მხარეებმა თანამშრომლობა ერთი წლით განაახლეს.
შედეგად, ბრაზილიელი მცველი "ბებერ ქალბატონში" 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება და მისი ხელფასი 5 მილიონ ევრომდე გაიზრდა, მანამდე ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
გლეისონ ბრემერი „იუვენტუსში“ 2022 წლიდან თამაშობს და 57 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ატლეტიკო მინეიროს“ და „ტორინოს“ ღირსებას იცავდა.