ფეხბურთი

2:00 | 27.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

0:2-დან 3:2! "მანჩესტერის" მორიგი ქამბექი "ასტონ ვილასთან"

ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დრამატულ ბრძოლაში „ასტონ ვილა“ დაამარცხა და არათუ მოუგებელი სერია, არამედ უგოლო სერია შეწყვიტა.

არადა, ყველაფერი ისე დაიწყო, ერიკ ტენ ჰაგის გუნდის მორიგი მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ „მანჩესტერს“ რაც უნდა რთული პერიოდი ჰქონდეს, ქამბექი ისტორიულად ახასიათებს და ახლაც ასე მოხდა.

ჯონ მაკგინისა და ლეანდერ დენდოკერის გოლებით უნაი ემერის გუნდმა ტაიმი 2:0 მოიგო და უპირატესობას 59-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ მერე „ოლდ ტრაფორდის“ მაგია საქმეში ჩაერთო. ალეხანდრო გარნაჩომ დუბლი შეასრულა და გაათანაბრა, ხოლო გამარჯვების გოლი რასმუს ჰოილუნის აქტივშია. დანიელმა პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედს" უმძიმესი სეზონი აქვს, ამ სეზონში მეორედ მოახერხა 0:2-დან თამაშის მოგება...

„მანჩესტერმა“ 31 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ასტონ ვილამ“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, რის შედეგადაც 39 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

„მანჩესტერი“ – „ასტონ ვილა“ 3:2 (0:2)

გოლები: 0:1 მაკგინი (21), 0:2 დენდოკერი (26), 1:2 გარნაჩო (59), 2:2 გარნაჩო (71), 3:2 ჰოილუნი (82)

0.140423