საუდი პრო ლიგის მე-17 ტურში „ალ-იტიჰადი“ და „ალ-ნასრი“ დაუპირისპირდნენ, გამარჯვება კი სტუმრებმა მოიპოვეს.
თავიდან „ალ-იტიჰადი“ იგებდა: კარიმ ბენზემას პასით ჰამდალამ გახსნა ანგარიში, მაგრამ პირველივე ტაიმში კრიშტიანუ რონალდუმ და ანდერსონ ტალისკამ „ალ-ნასრი“ წინ გაიყვანეს. მეორე ტაიმის დასაწყისში აჰმდალამ დუბლი გაიფორმა და გაათანაბრა, თუმცა ბოლო ნაწილში სტუმრებმა ივარგეს. ჯერ რონალდუმ შეასრულა დუბლი, მერე სადიო მანემ - 2:5.
სხვათა შორის, ამ მატჩში რონალდუს და ბენზემას დუელი შედგა, რომელიც პორტუგალიელმა აშკარად მოიგო. კრიშტიანუს 2023 წელს უკვე 53 გოლი აქვს გატანილი.
„ალ-ნასრი“ 43 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „ალ-ჰილალს“ 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო „ალ-იტიჰადი“ კრიზისშია, ზედიზედ მესამედ წააგო და 28 ქულით მხოლოდ მეექვსეა.