ინგლისის პრემიერლიგის მე-19 ტურში „ლივერპულმა“ სტუმრად „ბარნლი“ 2:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანია გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში დასაწყისშივე დარვინ ნუნიესმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს დიოგო ჟოტამ სხვაობა გააორმაგა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლივერპული“ 42 ქულით გალიდერდა, მაგრამ ამ ტურში ლონდონის „არსენალს“ ჯერ არ უთამაშია. იურგენ კლოპის გუნდი მომდევნო შეხვედრას 1 იანვარს, შინ „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.