მადრიდის „რეალის" თავკაცები ღელავენ, იმის გამო, რომ ნახევარმცველის, ტონი კროოსის წარმომადგენლები არ არიან კონტაქტში კლუბის ხელმძღვანელებთან, რათა განიხილონ ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი, რომელსაც ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება - წერს Mundo Deportivo.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელებს სურთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა კარიერა მათ კლუბში გააგრძელოს. თუმცა, კონტრაქტის გახანგრძლივების მიზანშეწონილობაში ეჭვი თავად კროოსსაც აქვს. ხაზგასმულია, რომ გერმანელ ფეხბურთელს არ სურს აღმოჩნდეს ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩის სიტუაციაში, რომლის სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა მიმდინარე სეზონში. კროოსი მომავალზე გადაწყვეტილებას კონტრაქტის ბოლომდე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კროოსი „რეალს" 2014 წელს შეუერთდა. ამ პერიოდში მარიდული კლუბის შემადგენლობაში ნახევარმცველმა ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და ერთხელაც ესპანეთის თასს დაეუფლა.