„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს კლუბისადმი მხარდაჭერისთვის, მიუხედავად ცუდი შედეგებისა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები ძალიან იმედგაცრუებულნი არიან ჩვენგან და ეს უნდა გამოვასწოროთ. სხვაგვარად უნდა ვიმოქმედოთ. ნამდვილად ვაფასებთ დროს, რომელსაც ისინი უთმობენ ჩვენს მხარდაჭერას. ახლა გვჭირდება რაიმე დახმარება. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მე და ჩემმა გუნდმა უნდა გავაუმჯობესოთ მდგომარეობა“, - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს ტვიტერზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის 18 ტურის შემდეგ, ნიდერლანდელი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა 28 ქულა დააგროვა და ამჟამად ცხრილში მერვე ადგილს იკავებს.