ფეხბურთი

1:47 | 26.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" მცველი იჯარით "ჯენოაში" გადავა

„ნაპოლის“ მარჯვენა მცველი ალესანდრო ძანოლი კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, ტრანსფერი გადაწყვეტილია.

კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და 23 წლის ფეხბურთელი იანვარში გენუურ გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება. ძანოლი ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდა და „ჯენოაში“ მას წესით მეტი სათამაშო დრო მიეცემა.

გასული სეზონის მეორე ნახევარი ძანოლიმ ასევე იჯარი მეორე გენუურ გუნდში, „სამპდორიაში“ გაატარა.

0.184925