ფეხბურთი

11:37 | 25.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმა: "პსჟ-ს მეკარეობა საუკეთესო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთული საქმეა"

იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ განაცხადა, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ მეკარეობა ყველაზე კარგი საქმეა, მაგრამ ამასთანავე ყველაზე რთულიც.

„პსჟ-ს მეკარეობა საუკეთესო საქმეა, მაგრამ ამავდროულად ყველაზე რთულიც. როგორც კი მეკარე შეცდომას უშვებს, მაშინვე ყველაფერი რთულდება. ლუის ენრიკე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც თავის გუნდებს კარგ ფეხბურთს ათამაშებს. ის ფეხბურთელებზე ზეწოლას არ ახდენს, თუ შეცდომას უშვებ, გეუბნება, რომ ეს ნორმალურია და ადამიანი რობოტი არ არის“, - თქვა დონარუმამ.

შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „მილანის“ ღირსებას იცავდა.

0.116709