ფეხბურთი

12:46 | 25.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" 3 წუთის დაგვიანებისთვის ფინანსურად დააჯარიმეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ტურინის „იუვენტუსი“ ფინანსურად დააჯარიმა. ამის მიზეზი კი, სერია A-ს ბოლო ტურში „ფროზინონესთან“ მატჩის დაწყების დაგვიანება გახდა.

შეხვედრა ადგილობრივი დროით 12:30 საათზე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ტურინელმა ფეხბურთელებმა გასახდელიდან გამოსვლა 3-4 წუთი დააგვიანეს, რის გამოც კლუბი 3 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ფროზინონე“ 2:1 დაამარცხა და 17 ტურის შემდეგ 40 ქულით მეორე ადგილზეა.

თეგებიიუვენტუსი
0.112689