საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. Equipe-ს ცნობით, „აიაქსი“ თანახმაა, ფეხბურთელი საფრანგეთში გაანათხოვროს.
როგორც ცნობილი გამოცემა იტყობინება, გიორგი ჯერ კიდევ ამსტერდამშია, მაგრამ „მეცში“ იჯარით დაბრუნებას ხელს არაფერი უშლის და წესით, იანვრიდან გიორგი ლაშლო ბოლონის განკარგულებაში უნდა იყოს.
აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძეს ახლა მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: „აიაქსში“ დარჩენა ან „მეცში“ დაბრუნება.
გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში სამ შეხვედრაში 2 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. შემდეგ ის „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ გადავიდა, სადაც დღემდე მხოლოდ 8 უგოლო შეხვედრა ჩაატარა და ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„მეცმა“ ლიგა 1-ში ბოლო ოთხი თამაში წააგო და პირველი წრის დასრულების შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი მხოლოდ 2 ქულა აშორებს. ლაშლო ბოლონის გუნდს უახლოესი მატჩები 5 იანვარს საფრანგეთის თასზე „კლერმონთან“, ხოლო ლიგა 1-ში 14 იანვარს, „ტულუზთან“ ელოდება.