ფეხბურთი

19:06 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მე-8 თამაში წააგო

ლონდონის „ჩელსი“ ისევ ღრმა კრიზისშია და ბოლო ოთხ ტურში მესამე მარცხი განიცადა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდი ამჯერად მე-18 ტურში სტუმრად „ვულვზთან“ დამარცხდა.

მეორე ტაიმის სტარტზე ანგარიში მარიო ლემინამ გახსნა. შემდეგ უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში განვითარდა მთავარი მოვლენები: დოჰერტიმ „მგლების“ უპირატესობა გაზარდა, რასაც კრისტოფერ ნკუნკუმ უპასუხა, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა.

„ჩელსი“ 22 ქულით მხოლოდ მეათე ადგილზეა და მომდევნო ტურში 27 დეკემბერს, „კრისტალ პალასს“ უმასპინძლებს. „ვულზვმაც“ ამ მოგებით 22 ქულა დააგროვა.

„ვულვზი“ – „ჩელსი“ 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ლემინა (51), 2:0 დოჰერტი (90), 2:1 ნკუნკუ (90)

0.133538