„რომასთან“ მატჩის შემდეგ „ნაპოლი“ ნეაპოლში მთავარი მწვრთნელის გარეშე დაბრუნდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მატჩის შემდეგ ინტერვიუების გამო ავტობუსზე ვალტერ მაძარის დააგვიანდა და როდესაც ავტოსადგომზე მივიდა, ავტობუსი წასული დახვდა. შედეგად, 62 წლის სპეციალისტს ნეაპოლში წასვლა ტაქსით მოუწია. მაგრამ, ნაწილი მედია იმასაც წერს, რომ ნეაპოლში განცალკევებით წასვლის მიზეზი ოჯახი იყო, როს გამოც ვალტერი რომში უფრო მეტს ხანს გაჩერდა, ვიდრე გუნდი.
Calcionapoli24-ის ჟურნალისტებმა ის ქუჩაში ჩემოდნით დააფიქსირეს და ცხადია, ეს ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „რომასთან“ 0:2 დამარცხდა და სერია A-ში მეშვიდე ადგილამდე ჩამოქვეითდა.