„მილანს“ კიდევ ერთი პრობლემა დაემატა და ფიკაიო ტომორი გამოაკლდა. ინგლისელმა მცველმა ტრავმა „სალერნიტანასთან“ მატჩში მიიღო.
როგორც გაირკვა, დაზიანება სერიოზულია და 26 წლის ფეხბურთელი თებერვლის ბოლომდე მოედანზე ვერ გავა. შესაბამისად, „როსონერის“ საკმაოდ ბევრი თამაშის ჩატარება დაცვის ხაზის ლიდერის გარეშე მოუწევს.
მიმდინარე სეზონში ფიკაიო ტომორიმ „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.