კალათბურთი

11:03 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ორლანდომ" ცუდი სერია შეწყვიტა, ბითაძე მხოლოდ 11 წუთი ათამაშეს

„ორლანდო მეჯიქმა“ „ინდიანა პეისერსს“ სტუმრად 117:100 აჯობა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ კი გოგა ბითაძეს მხოლოდ 11 წუთი დაუთმეს.

ქართველი ცენტრი წინა შეხვედრაში საერთოდ არ ათამაშეს, ახლა კი არცთუ დიდი დრო მისცეს. ბითაძემ თავის გამოჩენა 1 ქულით, 1 მოხსნით, 2 პასით, 2 ჩაჭრით და 1 დაფარებით მოახერხა. გოგამ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სხვა მხრივ შეტევაში თავი არ გამოუჩენია.

„ორლანდოს“ პაოლო ბანკერომ ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

„ორლანდო მეჯიქმა“ 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ამჟამად მეოთხე ადგილზეა (17 მოგება, 11 წაგება), ხოლო მომდევნო შეხვედრას 27 დეკემბერს, სტუმრად „ვაშინგტოთან“ ჩაატარებს.

0.116039