NBA-ში „სან ანტონიომ“ მორიგი მარცხი განიცადა, რომელიც სტუმრად „დალას მავერიქსთან“ 119:144 დამარცხდა.
გრეგ პოპოვიჩმა ამჯერად სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ 14 წუთი მისცა, ეს დრო კი ქართველმა კალათბურთელმა ნაყოფიერად გამოიყენა. მან ხსენებულ დროში 14 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება დააგროვა. სანდრომ 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა დონჩიჩი იყო, რომელმაც 32 წუთში სამმაგი დუბლი შეასრულა. სლოვენიელმა „დალასს“ 39 ქულა, 12 მოხსნა და 10 პასი შესძინა.
„სან ანტონიო“ 4 მოგებით და 24 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 დეკემბერს, „იუტა ჯაზთან“ საკუთარ მოედანზე გამართავს.