„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ „ნაპოლისთან“ დამსახურებულად გაიმარჯვეს. როგორც მან აღნიშნა, უკვე მე-5 წუთზე მიხვდა, რომ მოიგებდნენ.
„თამაშის დაწყებიდან 5-10 წუთში მივხვდი, რომ მოვიგებდით. ყოველთვის ვაკონტროლებდით თამაშს გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ტექნიკურად ჩვენზე ძლიერია. შემდეგ ვისარგებლეთ რიცხობრივი უპირატესობით და დამსახურებულად მოვიგეთ“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომა“ 28 ქულით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება.