„პარი სენ-ჟერმენმა“ „სან პაულუსთან“ შეთანხმებას მიაღწია ნიჭიერი ბრაზილიელი მცველის, ლუკას ბერალდოს ტრანსფერზე.
მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და 20 წლის ფეხბურთელი იანვარში პარიზულ გუნდს შეუერთდება. „სან პაული“ ბერალდოს სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს მიიღებს.
ლუკას ბერალდოს „სან პაულუს“ რიგებში დღემდე 52 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 გოლის გატანა მოახერხა.