„ლივერპულის“ მცველმა კოსტას ციმიკასმა „არსენალთან“ მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო. ბერძენი ფეხბურთელი იურგენ კლოპთან შეჯახების შედეგად დაშავდა...
საბოლოოდ, ციმიკასი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სავარაუდოდ მოტეხილობა აქვს, რაც რამდენიმე თვით უქმობას ნიშნავს.
ციმიკასი საბერძნეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მარტში ეროვნულ ნაკრებს დააკლდეს. საბერძნეთი კი პლეი-ოფში საქართველოს პოტენციური მეტოქეა.