ფეხბურთი

1:19 | 24.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ სერია A-ში ზედიზედ 11 მატჩში დაუმარცხებელია

შაბათს, 23 დეკემბერს, „ინტერმა" საკუთარ მოედანზე იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა „ლეჩე“ - 2:0. ამრიგად, მილანურ გუნდს იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 11 მატჩი არ წაუგია.

ბოლოს „ინტერი“ სერია A-ს მატჩში 27 სექტემბერს დამარცხდა. ეს მოხდა „სასუოლოსთან“ შეხვედრაში - 1:2. მომდევნო 11 შეხვედრაში მილანელებმა სძლიეს ისეთ გუნდებს, როგორიცაა „სალერნიტანა“ (4:0), „ტორინო“ (3:0), „რომა“ (1:0), „ატალანტა“ (2:1), „ფროზინონე“ (2:0), „ნაპოლი“ (3:0), „უდინეზე“ (4:0), „ლაციო“ (2:0) და „ლეჩე“ (2:0). სიმონე ინძაგის გუნდმა ასევე ფრედ დაასრულა მატჩები „ბოლონიასთან“ (2:2) და „იუვენტუსთან“ (1:1).

17 ტურის შემდეგ „ინტერი“ სერია A-ს 44 ქულით ლიდერობს. მილანელები მომდევნო მატჩს პარასკევს, 29 დეკემბერს გამართავენ. ინძაგის გუნდი ჩემპიონატის მე-18 ტურში სტუმრად „ჯენოას“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

0.119985