იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად „პისტოიას“ დაუპირისპირდა, რომელიც 91:70 დაამარცხა და შიდა ჩემპიონატში წარუმატებელი სერია შეწყვიტა.
ბოლონიელებმა პირველივე ტაიმში 23-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვიათ.
თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 10-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 საჯარიმო კი ააცილა.
„ვირტუს ბოლონია“ 9 მოგებით და 4 წაგებით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 დეკემბერს, „პეზაროს“ უმასპინძლებს.