„არსენალის“ ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ (1:1), ერთ ეპიზოდში საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელით გააჩერა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა კრის კავანამ და VAR-მა ჯარიმა არ დაააფიქსირეს.
მე-18 წუთზე „ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა ბურთი ლონდონელთა საჯარიმოში ჩააწოდა. ხოლო მცველების დასახმარებლად საჯარიმოში ჩასულმა ნახევარმცველმა ედეგორმა ბურთის მოძრაობა ხელით შეაჩერა.
მთავარმა მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და პენალტი არ დანიშნა, ხოლო VAR-ის მსაჯები ეპიზოდში არ ჩარეულან.