შაბათს, 23 დეკემბერს, იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის მატჩში „იუვენტუსმა“ სტუმრად გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ 1:2 დაამარცხა. ამრიგად, ტურინელებს ზედიზედ 12 მატჩია აღარ წაუგიათ.
ბოლოს „იუვენტუსი“ ოფიციალურ მატჩში 23 სექტემბერს დამარცხდა. ეს მოხდა იტალიის ჩემპიონატის „სასუოლოსთან“ მატჩში - 2:4. მომდევნო 12 მატჩის განმავლობაში ყველა ტურნირზე ტურინულმა გუნდმა დაამარცხა „ლეჩე“ (1:0), „ტორინო“ (2:0), „მილანი“ (1:0), „ვერონა“ (1:0), „ფიორენტინა“ (1:0), „კალიარი“ (2:1), „მონცა“ (2:1), „ნაპოლი“ (1:0) და „ფროზინონე“ (2:1). მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ასევე ფრედ ითამაშა „ატალანტასთან“ (0:0), „ინტერთან“ (1:1) და „ჯენოასთან“ (1:1).
მომდევნო მატჩს „იუვენტუსი“ შაბათს, 30 დეკემბერს გამართავს. ალეგრის გუნდი სერია A-ს მე-18 ტურის ფარგლებში შინ „რომას“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.