ფეხბურთი

21:17 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სანამ „ლივერპული“ – „არსენალი“ დაიწყება

დღეს, 23 დეკემბერს ინგლისური პრემიერლიგის მე-18 ტურის ექვსი შეხვედრა იმართება. ამ დროისთვის ხუთი დასრულდა.

„ნიუკასლმა“ მოულოდნელად „ლუთონთან“ 0:1 წააგო, „ტოტენჰემმა“ „ევერტონს“ 2:1 სძლია ბრაზილიელი რიშარლისონისა და კორეელი სონის გოლებით. „ფულემისა“ და „ბარნლის“ მატჩში კი ისტორიული ამბავი მოხდა: პრემიერლიგის მატჩის მთავარი მსაჯი პირველად ქალი გახლდათ - 40 წლის რებეკა უელჩი.

მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ვესტ ჰემთან“ 2:0 წააგო და მერვე ადგილამდე დაქვეითდა. ლონდონელთაგან გოლები ბოუენმა და კუდუსმა გაიტანეს. „ვესტ ჰემი“ ორი ადგილით დაწინაურდა და მე-6 ადგილზეა.

საინტერესოა, „წითელმა ეშმაკებმა“ ზედიზედ მეოთხე თამაშში ვერ გაიტანეს. ასეთი რამ 31 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. ბოლოს მანკუნიანელებს ოთხმატჩიანი უგოლო სერია 1992 წლის ნოემბერში ჰქონდათ. იმ დროს გუნდს შოტლანდიელი სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა.

დღის მთავარი მატჩი ლივერპულის „ენფილდზე“ გაიმართება, „ლივერპული“ ლიდერ „არსენალს“ უმასპინძლებს და წარმატების შემთხვევაში სატურნირო ცხილს სათავეში მოექცევა. შეხვედრა თბილისის დროით 21 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-18 ტური. 23 დეკემბერი: ვესტ ჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი 2:0, ლუთონი - ნიუკასლი 1:0, ნოტინგემ ფორესტი - ბორნმუთი 2:3, ტოტენჰემი - ევერტონი 2:1, ფულემი - ბარნლი 0:2, ლივერპული - არსენალი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.119017