ფეხბურთი

20:16 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის მატჩში პირველად მთავარი მსაჯი ქალია

დღეს, 23 დეკემბერს, ინგლისის პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩში „ფულემსა“ და „ბარნლის“ შორის, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ისტორიაში პირველად მთავარი მსაჯი ქალია, 40 - წლის რებეკა უელჩი.

ივლისში, საფეხბურთო ასოციაციამ ჩამოაყალიბა გეგმა 2026 წლისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ქალი მსაჯების რაოდენობის გაზრდას 1000-ით სამი წლის განმავლობაში, ასევე გაზრდის აფროამერიკელ ან აზიელ მსაჯების წარმომადგენლობას ფეხბურთის ყველა დონეზე.

უელჩმა უკვე დაწერა ისტორია, როდესაც ნოემბერში გახდა პირველი ქალი, რომელმაც პრემიერ ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ფულემის“ მატჩში (1:0) მეოთხე არბიტრის როლი შეასრულა.

0.112602