ფეხბურთი

18:07 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენს კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ხელფასი 7 მილიონით გაუზარდეს

„ნაპოლიმ“ ვიქტორ ოსიმენთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ოსიმენმა ხელშეკრულება ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა. განახლებული კონტრაქტით ნიგერიელის ხელფასი სეზონში 11 მილიონი ევრო იქნება და ცხადია, „აძურის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. აქამდე მისი ხელფასი 4.5 მილიონი ევრო იყო.

კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის საფუძველზე აფრიკელის გამოსასყიდი ფასი 130-140 მილიონ ევრომდეა. ასე რომ, „ნაპოლი“ ახლა შედარებით მშვიდად იქნება ოსიმენთან მიმართებაში, ყოველ შემთხვევაში, როგორც მინიმუმ, მას უფასოდ აღარ დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიმ“ 2020 წელს „ლილიდან“ შეიძინა. მას შემდეგ მან 118 შეხვედრაში 67 გოლის გატანა მოახერხა.

0.119178