ფეხბურთი

0:19 | 23.12.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონია

„მანჩესტერ სიტიმ“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ფლუმინენსე“ 4:0 გაანადგურა, რის შედეგადაც, ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

პეპ გვარდიოლას გუნდი პირველივე წუთზე ხულიან ალვარესმა დააწინაურა და ეს ამ ტურნირის ფინალების ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლია.

27-ე წუთზე ნინოს ავტოგოლით მანჩესტერელთა უპირატესობა გაიზარდა. შემდეგ 72-ე წუთზე ფილ ფოდენმა სხვაობა გაზარდა, ბოლოს კი ალვარესმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„მანჩესტერ სიტიმ“ 2023 წელს ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ევროპის სუპერთასი მოიგო. მოკლედ, ისტორიაში საუკეთესო წელი ჰქონდა.

პეპ გვარდიოლასთვის ეს არის მე-4 ტიტული ამ ტურნირზე, რითაც რეკორდსმენი გახდა და კარლო ანჩელოტის გაუსწრო, რომელსაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი სამჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, გვარდიოლა გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ეს ტიტული სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგო („ბარსელონა“, „ბაიერნი“ და „მანჩესტერ სიტი“).

„მანჩესტერ სიტი“ - „ფლუმინენსე“ 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ალვარესი (1), 2:0 ნინო (27, ა.გ), 3:0 ფოდენი (72), 4:0 ალვარესი (88)

0.117762