ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟან-მარკ ბოსმანმა, რომელიც ცნობილია ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებით, სუპერლიგაზე კომენტარი გააკეთა.
როგორც ბელგიელმა აღნიშნა, ეს არის ბიზნესი, რათა დიდი კლუბები კიდევ უფრო გამდიდრდნენ:
„სუპერლიგა მხოლოდ ბიზნესია, რომელიც კიდევ უფრო მეტის ფულის გამომუშავებაზე ფიქრობს. დიდ კლუბებს სურთ გახდნენ უფრო დიდები და ყოვლისშემძლენი, გაანადგურონ პატარა კლუბები და ეს ყველაფერი იმ ფეხბურთელების საზიანოდ, რომლებიც რობოტები არ არიან. სუპერლიგის წევრებმაც არ უნდა მიიჩნიონ თავი კანონებზე მაღლა, ამ პროექტის მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, მაგრამ უეფას და ფიფას მიახვედრებს, რომ მათ არ შეუძლია ფეხბურთში მონოპოლია“, - თქვა ბოსმანმა.
შეგახსენებთ, რომ ჟან-მარკ ბოსმანის წყალობით, დღეს ფეხბურთელებს კლუბებისგან თავის დაღწევა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ.