„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „ნაპოლის“ შედეგების პრობლემა აქვს, მაგრამ იგივე გუნდია, რომელმაც შარშან სკუდეტო დიდი უპირატესობით მოიგო.
„ნაპოლი“ იტალიის მოქმედი ჩემპიონია და დამსახურებულად. შარშან მათ ჩემპიონატი ძალიან დიდი უპირატესობით მოიგეს. ერთი ფეხბურთელი დაკარგეს, მაგრამ ბევრი დაიმატეს და ეს იგივე გუნდია. დაკარგეს ძალიან კარგი მწვრთნელი, მაგრამ ძალიან გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ. შედეგები შარშანდელისგან განსხვავებულია, მაგრამ იგივე გუნდია, იგივე ხალხი, იგივე სათადარიგო სკამით, საიდანაც მწვრთნელს ბევრი არჩევანი აქვს.
„ნაპოლის“ პრობლემები აქვს შედეგებთან დაკავშირებით, მაგრამ არა ფეხბურთელების მხრივ, როგორც ვთქვი, იგივე გუნდია, რომელიც შარშან იყო, კიმის გარეშე, მაგრამ დანარჩენი 10 კაცი იგივეა, ვინც ჩემპიონატი მოიგო და უმაღლესი დონის გუნდია. ვიცით, მეტოქეს რა სირთულეები აქვს. როდესაც „ნაპოლის“ ვხვდებოდით, ყოველთვის დაძაბული მატჩები იყო. შარშან აქ 0:1 წავაგეთ მე-80 წუთზე გაშვებული გოლით, მაგრამ წაგებას არ ვიმსახურებდით, ნეაპოლშიც ბოლო წუთზე დაუმსახურებლად წავაგეთ. ბოლო ორ წელიწადში „ნაპოლისთან“ ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვერ მივიღეთ შედეგი, რასაც ვიმსახურებდით. იმედი მაქვს, ხვალ უკეთეს შედეგს მივაღწევთ. მათი თავდამსხმელები კვარა, რასპადორი, ოსიმენი და სიმეონე, ყველანი კარგები არიან“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, „რომასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 23 დეკემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.