მადრიდის „რეალის" ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა „ალავესთან“ გამარჯვებაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში „ალავესმა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 0:1 დასრულდა.
გამარჯვების გოლი 92 წუთზე ლუკას ვასკესმა გაიტანა. „რეალი“54-ე წუთიდან უმცირესობაში დარჩა, მას შემდეგ რაც ნაჩო ფერნანდესი გააძევეს.
„ლუკას ვასკესის საშობაო სასწაული! ბოლომდე!”, – წერს ბელინგემი ტვიტერზე.
„რეალმა“ 45 ქულა დააგროვა და ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდა. ამდენივე ქულა აქვს მეორე ადგილზე გასულ „ჟირონას“. „ალავესი“ თავის მხრივ, 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.